კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 12.10.2026
ამ გვერდზე მარტივად აგიხსნით, რა მონაცემებს ვაგროვებთ myfence.ge-ზე, რისთვის ვიყენებთ მათ და როგორ შეგიძლია მათი ნახვა ან წაშლა მოითხოვო.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
როცა ფორმას აგზავნი: სახელს, ტელეფონის ნომერს, ქალაქს ან სოფელს, კომენტარს და, თუ კალკულატორით ისარგებლე, არჩეულ ღობეს (სტილი, ფერი, სიგრძე, ჭიშკრები).
როცა საიტს ათვალიერებ: ანონიმურ სტატისტიკას — რომელი გვერდები ნახე, რა მოწყობილობიდან (ტელეფონი თუ კომპიუტერი) და საიდან მოხვედი (მაგ. Facebook, Google, QR კოდი). ამისთვის ბრაუზერში ვინახავთ ერთ ქუქის (cookie), რომელიც ვიზიტს აერთიანებს. სახელით ან ნომრით ის არ გცნობს.
რისთვის ვიყენებთ
- რომ დაგირეკოთ, ფასი დაგითვალოთ, აზომვა და მონტაჟი შევათანხმოთ;
- რომ შეკვეთის შესახებ SMS გამოგიგზავნოთ;
- საგარანტიო მომსახურებისთვის;
- რომ გავიგოთ, რომელი რეკლამა მუშაობს და საიტი გავაუმჯობესოთ.
შენს მონაცემებს არავის ვყიდით და სარეკლამო სიებისთვის არ ვიყენებთ.
ვის შეიძლება გადაეცეს
- SMS სერვისს — მხოლოდ ნომერი და შეტყობინების ტექსტი, რომ SMS მოგივიდეს;
- ჰოსტინგს — სერვერს, სადაც საიტი და მონაცემები ინახება;
- Meta-ს (Facebook, Instagram) და Google-ს — თუ საიტზე მათი რეკლამის საზომი კოდი ჩართულია, მათ შეიძლება მიიღონ ინფორმაცია ვიზიტისა და ფორმის გაგზავნის ფაქტის შესახებ. ეს გვეხმარება, რეკლამა სწორ ადამიანებს ვაჩვენოთ. ამ კომპანიების წესები მათ საიტებზეა აღწერილი.
რამდენ ხანს ვინახავთ
შეკვეთის მონაცემებს ვინახავთ შეკვეთის და გარანტიის მოქმედების ვადით. თუ შეკვეთა არ შედგა, მოთხოვნით მონაცემებს წავშლით.
შენი უფლებები
შეგიძლია ნებისმიერ დროს მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა. დაგვირეკე ან მოგვწერე: 577 99 95 81.
ქუქის წაშლა ან დაბლოკვა ბრაუზერის პარამეტრებიდან შეგიძლია; საიტი ამის შემდეგაც იმუშავებს.
კონტაქტი
American Fence · აღმაშენებლის ხეივანი 49, თბილისი · 577 99 95 81
